Total Pageviews

Tuesday, January 15, 2013

კვლევა

მსოფლიოში არსებობს მრავალი სახის ფტკარი მათ შორის ყველაზე მეტი სარგებელი როგორც მე დავადგინე ჩატარებული გამოკვლევებით მოაქვს კავკასიურ ფუტკარს ეს გამოწვეულია იქდანაც რომ კავკასიურ ფუტკარს აქვს გრძელი ხორთუმი, რაც მას აძლევს საშუალებას ერთ გზაზე ბევრი მტვერი წამოიღოს მცენარის ყვავილიდან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ ყველა ადამიანმა ვისაც ყავს ფუტკარი უნდა გააცნოს საზოგადოებას მისი განსაკუთრებული თვისების შესახებ. უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია საზღვარ გარეთაც რაც ქართველ მეფუტკრეებს მისცემს განვითარების საშუალებას.

      ასევე დავადგინე რომ ქარტული თაფლოი განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რომ საქართველოში განსაკუთრებული ჯიშის  მცენარეები არსებობს. სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ იქნებიან ადამიანები ვინც ხელს შეუწყობს ქარტული ფუტკტრის გამრავლებასა და პოპულარიზაციაში.

    გარდა იმისა რომ მსოპლიოში არსებობს სხვადასხვა ჯიშის ფუტკარი ასევე საქართველოშიც არის ორი ჯიშის. 
    დასავლეთში გავრცელებულია რუხი ფუტკარი. მისი აღნაგობაც განსხვავებულია.
გარდა აღნაგობისა მათ მიერ გამომუშავებული თაფლი შედარებით მომწარო გემოსია, რაც გამოწვეულია მცენარეთა განსხვავებული სახისა. დასავლეთში გავრცელებულია მარად მწვანე მცენარეები რაც ფუთკარს აძლევ საშუალებას ადვილად მოიპოვოს მცენარის მტვერი. რამდენადაც, დასავლეთი დაფარულია მწვანე პენით მეტად სწორედ ამიტომ ფუტკრის ამ ტერიტორიაზე ყოლა საკმაოდ ხწლსაყრელია ვინაიდან მეპატრონეს არ მოუწევს ფუტკრის მთაში წაყვანა რაც მას შეუმცირებს ხარჯებს ეს საკმაოდ დიდი შეღავათია მეურნისათვის რადგან სეზონზე ოციოდე ფუტკრის ოჯახის წაყვანა ათას ხუთასიდან ორიათასამდე ლარი ჯდება ამას თუ დავამატებთ მეპატრონის ხარჯებს ეს საკმაოდ ძვირი უჯდება მეპატრონეს.
  

Thursday, December 20, 2012

ყვავილის მტვერი



ყვავილის მტვერი - ფუტკრის ფეხგუნდა

ყვავილის მტვერი (იგივე ფუტკრის ფეხგუნდა) არის უნიკალური ვიტამინური კომპლექსი, რომელიც შეიცავს ყველა ცნობილ ვიტამინს, აგრეთვე ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. შეიცავს 50 ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთს, ამის გარდა ის შეიცავს 240 ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია საციცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიური პროცესებისათვის. მასში არის 27 მიკროელემენტი(განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა K,ამის გარდა Fe, Cu, Co(კობალტი), Ca, P (ფოსფორი), Mn(მაგნიუმი), Zn(თუთია), სელენი და სხვა). მდიდარია კაროტინოიდებით (პროვიტამინ A), B ჯგუფის ვიტამინებით. ბევრია რუტინი, ბევრია ფერმენტები. კომპანიის მეცნიერების მიერ აღმოჩენილია დნმ–მარედუცირებელი ნუკლეაზა. ყვავილის მტვერი ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმში საკუთარი ინტერფერონის გამოყოფას (ვირუსული და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა)

100 გრამი ყვავილის მტვრის დაახლოვებითი შემადგენლობა: წყალი: 21,3 – 30,0 გრ მშრალი ნივთიერება: 70,0 – 81,7 გრ ცილა (პროტეინი) – 7,0 – 36,7 გრ ნახშირწყლები: 20,0 – 38,8 გრ; მათ რიცხვში: ლიპიდები: 1,38 – 20,0 ყვავილის მტვრის ცილას, შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით, მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე რძის ცილას. ცილით ყველაზე მდიდარია ვარდის, ქლიავის, მდოგვის, ტირიფის ყვავილის ცილა. 100 გრ ცილა ამინომჟავების შემადგენლობით უტოლდება 500 გრ ძროხის ხორცს ან 7 ქათმის კვერცხს. ლიპიდების სახით ყვავილის მტვერი შეიცავს ფოსფოლიპიდებს, ფიგოსტერინებს და სხვ. წიწიბურას ყვავილის მტვერი შეიცავს არაქნოიდის მჟავას, რომელიც გვხვდება მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ცხიმებში. ცხიმებით მდიდარია ბაბუაწვერას ყვავილი. ლინოლინის და არაქნოიდის ჟავებს გააჩნია F- ვიტამინური აქტივობა, ადამიანის ორგანიზმში არეგულირებენ ჰორმონალურ პროცესებს, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და ხელს უწყობენ მის გამოდევნას ორგანიზმიდან. ფოსფოლიპიდები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. ფიტოსტერინები ეწინააღმდეგებიან ათეროსკლეროზს.




საიდუმლო სასწაული




30გ (1 ჩ.კ.) ყვავილის მტვერი აკმაყოფილებს ძირითადი ვიტამინების, ცილების და მიკროელემენტების დღეღამურ მოთხოვნილებას.

ყვავილის მტვერი – ეს მცენარეების მამრობითი უჯრედებია, რომლებიც იმპულსს აძლევენ ახალი სიცოცხლის ჩასახვას: ყვავილის მტვრის უნიკალური ბიოლოგიური აქტიურობის მეშვეობით უფერული ბუტკოს დინგი ხასხასა წითელ კენკრად, მზეზე მოელვარე მწიფე ვაშლად ან თუნდაც უზარმაზარ ნარინჯისფერ ფორთოხლად გარდაიქმნება. არაფერი, რომ არ ვთქვათ ნესვებზე და საზამთროებზე – ისინიც ხომ გემრიელ, წვნიან გიგანტებად ყვავილის მტვრის მეშვეობით გადაიქცნენ. წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რა ძალისა და სიძლიერის მატარებელია ყვავილის მტვრის უჯრედები, თუ როგორ საოცარ გარდაქმნებს უზრუნველყოფენ ისინი!



ყველაფერი ეს არასდროს ყოფილა საიდუმლო - ადამიანებმა მხოლოდ ეხლახანს იპოვეს ეს საოცრება, ფუტკრებმა კი, 200 მილონი წელია რაც ყვავილის მტვერი ჩართეს თავიანთი შთამომავლობის რაციონის ძირითად ელემენტად!

ყვავილის მტვერი – ბუნებრივი კონცენტრატია, რომელიც მრავალ ვიტამინს, ცილებს, ძვირფას მინერალურ ნივთიერებებს. მიკროელემენტებსა და შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს. ამინომჟავების საერთო შემადგენლობით, ყვავილის მტვერი 5–6ჯერ აღემატება ისეთ მდიდარ ცილოვან პროდუქტებს, როგორიცაა: ხორცი, რძე და კვერცხი.



ყვავილის მტვრის მეშვეობით გუშინდელი ფუტკრის ჭუპრი სულ რამოდენიმე დღეში ზრდასრულ არსებად გადაიქცევა და ყველა სანერწყვე ჯირკვალი უყალიბდება. ასევე ის არის ნედლეული ჭეოსთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყვავილის მტვერი (ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფუტკრის ფეხგუნდა) – მოცულობით მეორეა და მნიშვნელობით პირველი ფუტკართა კვებაში! რა გასაკვირია, რომ ფუტკრები ამდენ ენერგიას ხარჯავენ სიცოცხლისთვის აუცილებელი, შეუფასებელი და სრულყოფილი საკვების, ყვავილის მტვრის შენახვისთვის.



ფუტკრის სკის საიდუმლო სასწაული

გამოცდილმა მეფუტკრეებმა არაერთხელ დააფიქსირეს მაგიური აღმოჩენის შესახებ – ხნიერ ფუტკრებს, რომლებსაც ფრენა უკვე აღარ შეუძლიათ, თითქოს ,,მეორე ახალგაზრდობას’’ იძენენ. სანერწყვე ჯირკვლები სადედე ფუტკრის რძის, ხოლო ცვილის ჯირკვლები ცვილის გამომუშავებას იწყებენ.

ამ სასწაულის მიზეზი ყვავილის მტვერია.



1991 წელს მეცნიერთა ჯგუფმა, დნმ–მარედუცირებელი ნუკლეაზის თვისებების შესახებ სასწაულებრივი სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთა.

ეს სასწაული ადვილი ასახსნელი არ არის. განსაკუთრებული ფერმენტები, რომლებსაც ფუტკრის ფეხგუნდა შეიცავს, უჯრედის ცენტრში – ბირთვში აღწევენ. შედეგად დაზიანებული დნმ–ის ჯაჭვის სინთეზი ჩერდება. არსებითად ფუტკრის ფეხგუნდის ფერმენტები, მოქმედებენ როგორც ღეროვანი უჯრედები, ოღონდ უფრო ღრმა საფეხურზე – გენოტიპის დონეზე. ისინი დაზიანებულ ქსოვილს კი არ ცვლიან, არამედ ცოცხალი წყლის ფუნქციას ასრულებენ - ინახავენ და ანახლებენ უჯრედებს ხანგრძლივი სიცოცხლისთვის!





ფუტკრის ფეხგუნდა შეიცავს:



მინერალები მგ/100გ

რკინა 0,2–4,2

კალიუმი 130–1140

კალციუმი 30–0,003

მაგნიუმი 60–380

ნატრიუმი 28–44

მარგანეცი 21–25,2

სელენი მიკროდოზები



კვებითი ღირებულება 100 გ. პროდუქტში

ცილები –1.9

ცხიმები –0,003

ნახშირწყლები –83




კალორიულობა – 339,6 კკალ



ვიტამინები, მგ/100გ

B1 (თიამინი) 0,5–1,5

B2 0,5–2,2

B3 0,3–5,0

B5(ნიკოტინმჟავა) 4,8–21,0

B6(პირიდოქსინი) 0,5–0,9



ვიტამინი C

(ასკორბინის მჟავა) 7,0–205,0

ფოლიუმის მჟავა 0,1–0,68

ვიტამინი H (ბიოტინი) 0–0,6

პანთეტონის მჟავა 0,32–5,0

ვიტამინი E (ტოკოფეროლი) 0,3–1,70

ვიტამინი A (რეტინოლი) 0,6–212,0

ვიტამინი D (კალციფეროლი) 0,2–0,6

ვიტამინი P (ბიოფლავონოიდი) 1,7–2,4





ფუტკრის პროდუქცია
აპიზანი
ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი
თაფლი
პროპოლისი - დინდგელი
ყვავილის მტვერი
ჭეო
ცვილი
სადედე ფუტკრის რძე
ფუტკრის შხამი









რატომ ტენტორიუმი?
მსოფლიო ბრენდი - 24 წელი ბაზარზე
სრულიად ბუნებრივი, ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა
უნიკალური საკვები პროდუქტი გამაჯანსაღებელი ეფექტით
სრულიად უვნებელი, გვერდითი მოვლენების გარეშე
ქარხნული წესით დამზადებული და სერთიფიცირებული
მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში ჩვილობიდან მოხუცებულობამდე, ორსულების ჩათვლით
მიიღება სურვილისამებრ



გამოკითხვების არქივი


წყარო:კვირის პალიტრა





ფუტკარი, როგორც აფთიაქარი..

ფუტკარი, როგორც აფთიაქარი...
აპითერაპია - ფუტკრის პროდუქტით მკურნალობა, ძალიან პოპულარული და ეფექტიანი მეთოდია. თაფლი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის 100-მდე მნიშვნელოვან ნივთიერებას: მიკროელემენტებს, ვიტამინებს, სასარგებლო შაქრებს...თაფლი უძველესი დროიდან არის ცნობილი თავისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, კურნავს დამწვრობას, წყლულებს, ჭრილობებს, გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი, კურნავს ანემიას, სხვადასხვა დაავადების დროს აკონტროლებს თავისუფალ რადიკალებს. გაცივების დროს აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს ხველას, გამოიყენება კონიუნქტივიტის სამკურნალოდ, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაგრებს გულ-სისხლძარღვებს და ნერვულ სისტემას.

თავისი კვებითი ღირებულებით ფუტკრის რძე უკეთესია ძროხისაზე, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მას აქვს ყველა ცნობილ ბიოლოგიურ სტიმულატორებს შორის მიკროელემენტების ყველაზე დაბალანსებული შერწყმა.
ფუტკრის რძე აუმჯობესებს მადას, მეხსიერებას, ძილს, შრომის უნარს, გუნება-განწყობილებას, ხსნის ფიზიკურ გადაღლილობას, დაძაბულობას, სტრესს, აძლიერებს ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას, მატებს ორგანიზმს სასიცოცხლო ტონუსს, წმენდს და ამაგრებს სისხლძარღვებს, არეგულირებს ცვლის პროცესს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს.


თაფლი მდიდარია რკინით, მანგანუმით, თუთიითა და კობალტით - ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის წარმოქმნას.
დინდგელი (პროპოლისი - ფუტკრის წებო), რომლის დახმარებითაც ფუტკრები აგებენ თავის სახლს, შველის გრიპს, გაცივებას, ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს ანთებით დაავადებებს, ებრძვის სოკოს, ვირუსებსა და "ცუდ" ქოლესტერინს, შველის კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.
დინდგელი შეიცავს პოლისაქარინებს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
გაცივების დროს 20 გ დაქუცმაცებულ დინდგელს დაამატეთ 200 მლ ზეითუნის ზეთი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გაწურეთ და მალამო წაისვით ცხვირში.

თაფლის მასაჟი კვებავს და წმენდს კანს, ებრძვის ცელულიტს, ხერხემლის დაავადებას, აყუჩებს ტკივილს.
თუ ყოველდღე შეჭამთ ფიჭიან თაფლს, დაიცავთ თავს გაცივებისა და კუჭის პრობლემებისაგან.
გადაღლილობისა და გაცივების დროს მიიღეთ დღეში 20 გ ჭეო და 3 ჩ/კ - ყვავილის მტვერი - ამაგრებს იმუნიტეტს.

გულის კუნთებს ამაგრებს - 200-200 გ შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგარის ჩირი, ნიგოზი, 3 ლიმონი, გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ 250 გ თაფლი და მიიღეთ თითო ს/კ დილა-საღამოს (შეინახეთ მაცივარში).
ჰიპერტონიის დროს 5 ცალ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ.

თაფლს იყენებენ კოსმეტიკაშიც: ცხიმიანი სახის კანის დროს 1ჩ/კ თაფლს დაამატეთ 1 ჭიქა უგაზო მინერალური წყალი და 1 ს/კ ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში. სახე გაიწმინდეთ ძილის წინ.
მშრალი სახის კანის დროს 120 გ თაფლი გაათბეთ წყლის ორთქლზე, დაამატეთ 240 მლ წყლიანი ლანოლინი (იყიდება აფთიაქში), კარგად გახსენით და დაამატეთ ნუშის ზეთი. გადმოდგით ცეცხლიდან და კიდევ ათქვიფეთ. წაისვით სახესა და ყელზე, 10-15 წუთის შემდეგ დაიბანეთ.
გახსოვდეთ, თაფლი ალერგიული პროდუქტია.ფუტკრის პროდუქტები-



წყარო: http://www.youtube.com/watch?v=-gbWpoXrDhE&feature=player_

Wednesday, December 19, 2012

მათრობელა თაფლი და რომაელები
Approved by Mary Poppins


თაფლი საქვეყნოდ ცნობილი საკვები და სამკურნალო პროდუქტია, რომელსაც დაუღალავი და მშორმელი მწერი - ფუტკარი ქმნის. ისიც ცნობილია, რომ 1 კილო თაფლის დასამზადებლად ფუტკარს 10 მილიონი ყვავილის „მონახულება“ უწევს. ჩვენებური, გრძელხორთუმიანი მთის რუხი ფუტკარი მთელ მსოფლიოში ცნობილია, მას ხომ დღეში 5-7 კილომეტრის შემოფრენა შეუძლია. ჩარჩოიანი სკის, ხელოვნური ფიჭისა და ციბრუტის შემოღებამდე, უძველესი დროის საქართველოში თაფლი გეჯებში, როფებში და კოკოზებში მოჰყავდათ, ფიჭებიდან ხელით წურავდნენ და მერე თიხის ან ხის ჭურჭელში ინახავდნენ.
სამხრეთ ამერიკის კორდილიერების ტყეებში დღესაც ცხოვრობს ველური გვაიაკების ტომი, რომელიც ამერიკული უნესტრო ფუტკრის მიერ მაღალ ხეების ფუღუროებში დაგროვებული თავლის მოპოვებით ირჩენს თავს. ესპანეთში, დაბა ბიკონის მახლობლად ე.წ. „ობობის გამოქვაბულის“ ფრესკებზე გამოსახულია პირველყოფილი ადამიანის თაფლზე ნადირობის სცენა სპეციალური ჭურჭლით ხელში. ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანი ხის ფუღუროებსა და კლდის ნაპრალებში დაეძებდა გარეული ფუტკრის ფიჭას და გემრიელად მიირთმევდა. ზოგიერთი ტომის წარმომადგენლები თავიანთ ბელადს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად სხეულს თაფლით უზელდნენ.

თაფლსა და ფუტკარზე უამრავია ნათქვამი ლეგენდებსა და თქმულებებში, მხატვრულ თუ სამედიცინო ლიტერატურაში და ისტორიულ წყაროებში. ძველი ბერძნები თაფლს ღვთაებრივ საკვებს უწოდებდნენ. ინდურ მითოლოგიაში ღმერთი ვიშნუ ლოტოსის ყვავილზე მჯდომი ფუტკრის სახით არის გამოსახული და იქაური ქურუმები თავიანთ „სასწაულმოქმედ“ შელოცვასაც თაფლის ხსენებით იწყებდნენ: „თაფლი სტიქია...“და ა.შ.
სამი ათას ხუთასი წლის წინანდელ ეგვიპტურ პაპირუსში თაფლს „კუჭის შემამსუბუქებელ“ და სადეზინფექციო საშუალებად მოიხსენიებენ და მუმიების ბალზამირებისასაც სწორედ მას იყენებდნენ - ვინაიდან თაფლი ლპობისა და ხრწნის პროცესებეს აჩერებს და ანელებს. მაგალითად შუა აზიაში გარდაცვლილი ალექსანდრე მაკედონელი საბერძნეთში რომ ჩაესვენებინათ, სწორედ თაფლში შეინახეს.

თაფლს ყველგან დიდი პატივე მიაგებდნენ. რუსეთს კი „თაფლის ქვეყანას“ უწოდებდნენ და ალკოჰოლური სასმელიც კი ჰქონდათ „Меды“. ძველ საბერძნეთში სპორტსმენებს ასპარეზობის წინ ენერგეტიკის გასაძლიერებლად თაფლს აჭმევდნენ. იუდეველებსა და ფინიკიელებს საპატიო სტუმრისათვის თაფლის მირთმევა ჰქონდათ წესად. პალესტინასაც „თაფლისა და რძის“ ქვეყნის სახელით იცნობდნენ. ფილოსოფოსისა და ექიმის, იბნ-სინას წიგნებში: „მედიცინის კანონი“, „უჯუ“ და „იშარატ“ თაფლის მოხმარების უამრავი რეცეპტია მოცემული, რომელთაგანაც ერთ-ერთი ასე გვასწავლის: „თუ გინდათ დარჩეთ ახალგაზრდა, ჭამეთ თაფლი ნიგვზით“. ალბათ საქართველოში ასე ძალიან სწორედ ამიტომ გვიყვარს გოზინაყი. არაბეთში თვლიდნენ, რომ „თაფლი წამალია ყოველთა სნეულთათვის“. მეორე მსოფლიო ომის დროს ექიმები ჭრილობების შესახორცებლად (და სხვა დაავადებების დროსაც) აქტიურად იყენებდნენ თაფლს. კარელო-ფინურ ეპოსში „კალევალა“ შვილმკვდარი დედა ფუტკარს ევედრება გაფრინდეს ზღვებსა და ოკეანეებს მიღმა და არომატული თაფლი მოუტანოს შვილის გასაცოცხლებლად. საქართველოში კი, კერძოდ კოდორის ხეობაში, მეფუტკრეობის მფარველად წარმართული ულამაზესი ოქროსფერთმიანი ქალღმერთი ანანაგუნდა ითვლებოდა.
პოლიბიუსის ცნობით (ჩვ.წ.აღ. მდე II-Iსს.) თაფლი და ცვილი ფუფუნების საგანი იყო და პირველ საუკუნეში ფაზისი და დიოსკურია სწორედ მათი ექსპორტის ცენტრები იყო. რომაელი მწერალი გაიუს პლინიუსი თავის 27 ტომიან ექციკლოპედიაში ქართული თაფლის შესახებაც იძლევა ცნობებს. დავით გარეჯის ძველ სიგელში კი კახთ მეფისათვის მისართმევ ექვს ქვევრ თაფლზეა საუბარი. საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული ქვათაფლი ანუ კრაპუჭი გახლდა.

თაფლი სხვადასხვა ფერისა და არომატისაა, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მცენარის ყვავილისგანაა მიღებული. ფრანგი მოგზაური შარდენის გვიამბობს, რომ სამეგრელოში თეთრი და ყვითლი თაფლი მოდიოდა. მოგზაური დიუბუა დე მონპერე მას სურნელოვან საკვებად მიიჩნევდა. სტრაბონი კი კოლხურ თაფლს მწარეს უწოდებდა და მისივე ცნობებიდან ირკვევა, რომ ქართველებს პომპეუსი ლაშქრობის დროს ჯარისკაცების გასავლელ გზაზე მათრობელა თაფლით სავსე ჯამები დაუდგამთ, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდათ თაფლისაგან გაბრუებულ მეომრებს. იტალიელი მისონერი ლამბერტი საუკეთესოდ კოლხურ თაფლს მიიჩნევდა და მის შხამიანობასთან დაკავშირებით წერდა, რომ კოლხები თაფლს მწარე კვახში ინახავენ და მის გემოსაც სწორედ ხაპი აფუჭებსო.
იელი

რამდენიმენაირი შხამიანი თაფლი არსებობს, რომლის ერთ-ერთი სახეობაცაა მათრობელა თაფლი. რომლით თრობასაც, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არავის გისურვებთ! ქსენოფონტე თავისი „ანაბაზისის“ მეოთხე წიგნში მოგვითხრობს, რომ ათი ათასი ბერძენი მეომარი კოლხეთის ერთ-ერთ სოფელში მათრობელა თაფლით მოწამლულან. ელინი ჯარისკაცები დახოცილებივით მიწაზე ეყარნენ, მხოლოდ მესამე-მეოთხე დღეს წამოდგნენ ფეხზე გაბრუებულები. ვინც ცოტა ჭამა, მხოლოდ ღებინება ჰქონდა, ვინც ბევრი - შეშლილს ჰგავდაო. მათრობელა თაფლი სიკვდილს ძალიან იშვიათად იწვევს.
შქერი

საქართველოში მათრობელა თაფლის წყაროდ იელის (Azalea Pontica) და შქერის (Rhododendron Ponticum) ნექტარი მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში ფუტკარი სახლში ყოველთვის გვყავდა, უნდა ავღნიშნო, რომ არც მე და არც მამაჩემს იელის ყვავილზე შემომჯდარი ფუტკარი არასდროს გვინახავს. თავად სულხან-საბა ორბელიანიც კი იელის ასეთ განმარტებას გვაძლევს: „ხე თაფლის გამრყვნელი“-ო. რაც არ უნდა გასაოცრად მოგვეჩვენოს, თურმე მათრობელა თაფლსაც გააჩნია სამკურნალო თვისებები. იგი შესანიშნავი სასაქმებელი საშუალებაა და კურნავს მალარიასა და ეპილეფსიას.

ადრე თურმე საქართველში ოთხი სახლის თაფლის ალკოჰოლურ სასმელი არსებობდა. თაფლის არაყი მე თვითონაც არაერთხელ გამომიხდია. გარდა სასმელისა თაფლით გოზინაყს, წანდილს, ალვახაზს, თაფლხავიწს და ქულემს ამზადებენ. თაფლხავიწს მშობიარეს აჭმევდნენ. კაკლისოდენა ქუმელი კი - თაფლში შეზელილი მოხალული ქერი - ომში წასულ ჯარისკაცებს შიმშილის გრძნობას უკლავდა და ბრძოლისუნარიანობას ჰმატებდა. საუკუნეების მანძილზე მრავალ ომგადატანილ ქართველ ხალხს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა ხალხურ მედიცინაში თაფლისა და მისი პროდუქტების - ფუტკრის რძის, დინდგელის, ფიჭის, ცვილისა და ყვავილის მტვრის გამოყენებისა, რაც შესანიშნავადაა ასახული „იადიგარ დაუდსა“ და „წიგნი სააქიმოდ“-ში.
იმასაც ამბობენ, რომ თაფლის გაცხელება არ შეიძლება. თერმოდამუშავებისას იგი კარგავს სამკურნალო თვისებებს და ამიტომ ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ე.წ. „ცეცხლუნახავის“ ან „თაფლი უბოლავიის“ სახელით ცნობილ ფიჭიდან ხელით გამოწურულ თაფლს, რომელსაც მეფუტკრეები ცივ და მშრალ ადგილას ინახავდნენ.

თაფლს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, უმაცივრობის ეპოქაში პროდუქტების ხანგრძლივი დროით შესანახადაც იყენებდნენ - მაგალითად თაფლში ჩადებული სულგუნი თვეების მანძილზე ახალდამზადებულივითაა. ცეილონზე თაფლში ამოვლებულ ხორცის ნაჭრებს ტოტებით ამოფენილ ხის ფუღუროში აწყობდნენ და ისე ინახავდნენ ერთი წლის განმავლობაში და ხორცი ბევრად უფრო გემრიელი ხდებოდა. თაფლიან ქილაში ასევე უნაკლოდ ინახება, კარგად გარეცხილი და გამშრალებული მწიფე, უნაკლო პამიდორიც.
თაფლის ნატურალურობის შესამოწმებლად კი ქიმიური ფანქრის გამოყენებას არ გირჩევთ. უფრო მარტივი მეთოდებიც არსებობს: სუფთა ქაღალდს თაფლი ზოლად წაუსვით და ცეცხლი წაუკიდეთ. თაფლი თუ ნატურალურია, ქაღალდი დაიწვება და თაფლი არა. ამაზე კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა: თურმე თაფლის ფალსიფიცირება ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ხდებოდა. პლინიუსის ცნობით, პალესტინაში ყალბ თაფლს წყლისა და ფქვილისგან ამზადებდნენ. ფალსიფიკაციის ბუმი კი რუსეთში, გერმანიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში მეცხრამეტე საუკუნეში იყო. დღეს რაც ხდება, ყველამ ისედაც კარგად უწყით!
თაფლი მენდელეევის მთლიან ტაბულას შეიცავს, ამაღლებს იმუნიტეტს, ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას და გაგიკვირდებათ, მაგრამ წონაში დაკლებაშიც გვეხმარება!


                                                  წყარო:http://chocolatecake-men

Tuesday, December 18, 2012

ილიას უნივერსიტეტი ცდილობს ამ დარგით სტუდენტები დააინტერესოს

მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების — თაფლის, ცვილის, „რძის“ დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.


საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში ძირითადად არსებობდა მეფუტკრეობის 3 ფორმა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა, ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად.
მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:


1.ველურ ფუტკარზე ნადირობის;
2.პრომიტიული მეხეურ-გეჯური მეფუტკრეობის;
3.კულტურული მეფუტკრეობის.

ინფორმაციის წყარო:http://wikipedia.org/

ფუტკარი ბუნების საოცრება


ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.

ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს მახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად ტავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანარიად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.

ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.

ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს მახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად ტავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანარიად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.

ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.http://ucnauri.com/178464/ფუტკარი-ბუნების-საოცრებ/
ქართული ფუტკარი

შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო როგორც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით, ღალიანობით და არააგრესიულობით.
ფუტკრის ჯიშები
არსებობს ფუტკრის ოთხი სახეობა: ინდოეთის დიდი ფუტკარი, ინდოეთის პატარა ფუტკარი, ინდოეთის საშუალო ფუტკარი და თაფლის მომცემი ფუტკარი. პირველი სამი სახეობის ფუტკარი ბინადრობს გარეულ პირობებში, აშენებენ მხოლოდ ერთ ფიჭას ხის ტოტზე და თაფლს აგროვებენ მარტო თავიანთ გამოსაკვებად. მათ სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვთ. თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ადამიანის მიერ დიდი ხნის მოშინაურებულია. ფიქრობენ, რომ შინაური ფუტკრის სამშობლოა აზია, რადგან ფუტკრების ყველა სახის წარმომადგენლებს აქ ვხედავთ. ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად ითვლება. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით. ქართული ფუტკრის შესწავლა იწყება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ადმინისტრაციულად კავკასიაში შედიოდა. ამჟამად კავკასიურ ფუტკარში იგულისხმება ქართული ფუტკარი. საბოლოოდ უნდა დადგინდეს, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოს ყველა ლიტერატურულ წყაროებში დაერქვას თავისი კუთვნილი სახელი.
ქართული ფუტკრის მეურნეობრივად სასარგებლო ნიშან-თვისების გამოკვლევამდე (მე-19 საუკუნის დასასრულს). მსოფლიოში გავრცელებულ ფუტკრებს შორის ყველაზე თვინიერად და მაღალპროდუქტიულად ითვლებოდა იტალიური ფუტკარი. ევროპის ცენტრთან სიახლოვის გამო, იტალიური დედა ფუტკრების შეყვანა ევროპაში 75 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ქართული ფუტკრისა.
1886 წლიდან საფუძველი ეყრება საქართველოში ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას. საჯიშეები ჩამოყალიბდა სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში, სოჭში, ბათუმსა და მცხეთაში. თბილისში საჯიშე ჩამოყალიბდა 1893 წელს.
1928 წელს დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული ფუტკრის შესწავლის მიზნით. ექპედიციის მასალების მიხედვით ქართული ფუტკრის აფხაზური პოპულაციის ხორთუმის სიგრძე 7.01 მმ-ს შეადგენს, მეგრულის _ 7.10 მმ-ს, სვანურის _ 6.89 მმ-ს და იმერულის _ 6.89 მმ-ს.

                                                        
                                   წყარო:  http://ucnauri.com/178464/ფუტკარი-ბუნების-საოცრებ/

ფუტკრების ისტორია და წარმოობა

ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.

ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს ახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად თავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანაირად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.

ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.

მეფუტკრეობის ტექნიკა და სკების მოწყობილობა საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებოდა. მნიშვნელოვანი აღმოჩენები - ცენტრიდანული ტაფლსახდელი და განსაკუთრებით, ჩარჩოიანი სკა სულ რაღაც ასი წლის წინ შემოვიდა. კიდევ უფრო გვიან დაიწყო ფუტკრებში საჯიშე სამუშაოები - შერჩევას უხსოვარი დროიდან აწარმოებდა ადამიანი შინაურ ცხოველებში. ახლა უკვე ფუტკრების მოშენება-გამრავლებაშიც იყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას. ეს კი მეცხოველეობისათვის დიდი ხანია ნაცნობია.

ბოლო დროს, მეფუტკრეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ფუტკრისებრთა ოჯახის შესწავლას, ამ ოჯახში რამდენიმე სახეობის ფუტკარი და ბზიკი ერთიანდება. არსებობს მარტოხელა ფუტკრის მრავალი სახეობა, მისი ნახვა ტყეში, ყვავილის მტვრის შეგროვებისას შეიძლება, ზოგიერთი მათგანი თაფლის ფუტკარზე ცოტა პატარაა (მაგ. მიწის ფუტკარი ანდრენი) ზოგი კი სულ ნამცეცა (გალიკტი). სამხ. ამერიკაში გავრცელებულია მეკიპონი. ევროპაში გავრცელებულია ფრანგული თაფლის ფუტკარი, რომლის მონათესავეა ქართული რუხი ფუტკარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშისაა.

მე მინდა შემოგთავაზოთ, ჩემ მიერ შეგროვებული მონაცემები ქართული ფუტკრის შესახებ, მის დაავადებებზე და მასთან ბრძოლის ხერხებზე.


ქართული ფუტკარი [რედაქტირება]

შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო როგორც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით, ღალიანობით და არააგრესიულობით.
ფუტკრის ჯიშები [რედაქტირება]

არსებობს ფუტკრის ოთხი სახეობა: ინდოეთის დიდი ფუტკარი, ინდოეთის პატარა ფუტკარი, ინდოეთის საშუალო ფუტკარი და თაფლის მომცემი ფუტკარი. პირველი სამი სახეობის ფუტკარი ბინადრობს გარეულ პირობებში, აშენებენ მხოლოდ ერთ ფიჭას ხის ტოტზე და თაფლს აგროვებენ მარტო თავიანთ გამოსაკვებად. მათ სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვთ. თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ადამიანის მიერ დიდი ხნის მოშინაურებულია. ფიქრობენ, რომ შინაური ფუტკრის სამშობლოა აზია, რადგან ფუტკრების ყველა სახის წარმომადგენლებს აქ ვხედავთ. ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად ითვლება. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით. ქართული ფუტკრის შესწავლა იწყება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ადმინისტრაციულად კავკასიაში შედიოდა. ამჟამად კავკასიურ ფუტკარში იგულისხმება ქართული ფუტკარი. საბოლოოდ უნდა დადგინდეს, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოს ყველა ლიტერატურულ წყაროებში დაერქვას თავისი კუთვნილი სახელი.

ქართული ფუტკრის მეურნეობრივად სასარგებლო ნიშან-თვისების გამოკვლევამდე (მე-19 საუკუნის დასასრულს). მსოფლიოში გავრცელებულ ფუტკრებს შორის ყველაზე თვინიერად და მაღალპროდუქტიულად ითვლებოდა იტალიური ფუტკარი. ევროპის ცენტრთან სიახლოვის გამო, იტალიური დედა ფუტკრების შეყვანა ევროპაში 75 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ქართული ფუტკრისა.

1886 წლიდან საფუძველი ეყრება საქართველოში ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას. საჯიშეები ჩამოყალიბდა სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში, სოჭში, ბათუმსა და მცხეთაში. თბილისში საჯიშე ჩამოყალიბდა 1893 წელს.

1928 წელს დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული ფუტკრის შესწავლის მიზნით. ექპედიციის მასალების მიხედვით ქართული ფუტკრის აფხაზური პოპულაციის ხორთუმის სიგრძე 7.01 მმ-ს შეადგენს, მეგრულის _ 7.10 მმ-ს, სვანურის _ 6.89 მმ-ს და იმერულის _ 6.89 მმ-ს.

ქართული ფუტკრის დამახასიათებელი საშუალო მაჩვენებლები: