Total Pageviews

Thursday, December 20, 2012

ფუტკარი, როგორც აფთიაქარი..

ფუტკარი, როგორც აფთიაქარი...
აპითერაპია - ფუტკრის პროდუქტით მკურნალობა, ძალიან პოპულარული და ეფექტიანი მეთოდია. თაფლი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის 100-მდე მნიშვნელოვან ნივთიერებას: მიკროელემენტებს, ვიტამინებს, სასარგებლო შაქრებს...თაფლი უძველესი დროიდან არის ცნობილი თავისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, კურნავს დამწვრობას, წყლულებს, ჭრილობებს, გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი, კურნავს ანემიას, სხვადასხვა დაავადების დროს აკონტროლებს თავისუფალ რადიკალებს. გაცივების დროს აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს ხველას, გამოიყენება კონიუნქტივიტის სამკურნალოდ, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაგრებს გულ-სისხლძარღვებს და ნერვულ სისტემას.

თავისი კვებითი ღირებულებით ფუტკრის რძე უკეთესია ძროხისაზე, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მას აქვს ყველა ცნობილ ბიოლოგიურ სტიმულატორებს შორის მიკროელემენტების ყველაზე დაბალანსებული შერწყმა.
ფუტკრის რძე აუმჯობესებს მადას, მეხსიერებას, ძილს, შრომის უნარს, გუნება-განწყობილებას, ხსნის ფიზიკურ გადაღლილობას, დაძაბულობას, სტრესს, აძლიერებს ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას, მატებს ორგანიზმს სასიცოცხლო ტონუსს, წმენდს და ამაგრებს სისხლძარღვებს, არეგულირებს ცვლის პროცესს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს.


თაფლი მდიდარია რკინით, მანგანუმით, თუთიითა და კობალტით - ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის წარმოქმნას.
დინდგელი (პროპოლისი - ფუტკრის წებო), რომლის დახმარებითაც ფუტკრები აგებენ თავის სახლს, შველის გრიპს, გაცივებას, ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს ანთებით დაავადებებს, ებრძვის სოკოს, ვირუსებსა და "ცუდ" ქოლესტერინს, შველის კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.
დინდგელი შეიცავს პოლისაქარინებს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
გაცივების დროს 20 გ დაქუცმაცებულ დინდგელს დაამატეთ 200 მლ ზეითუნის ზეთი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გაწურეთ და მალამო წაისვით ცხვირში.

თაფლის მასაჟი კვებავს და წმენდს კანს, ებრძვის ცელულიტს, ხერხემლის დაავადებას, აყუჩებს ტკივილს.
თუ ყოველდღე შეჭამთ ფიჭიან თაფლს, დაიცავთ თავს გაცივებისა და კუჭის პრობლემებისაგან.
გადაღლილობისა და გაცივების დროს მიიღეთ დღეში 20 გ ჭეო და 3 ჩ/კ - ყვავილის მტვერი - ამაგრებს იმუნიტეტს.

გულის კუნთებს ამაგრებს - 200-200 გ შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგარის ჩირი, ნიგოზი, 3 ლიმონი, გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ 250 გ თაფლი და მიიღეთ თითო ს/კ დილა-საღამოს (შეინახეთ მაცივარში).
ჰიპერტონიის დროს 5 ცალ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ.

თაფლს იყენებენ კოსმეტიკაშიც: ცხიმიანი სახის კანის დროს 1ჩ/კ თაფლს დაამატეთ 1 ჭიქა უგაზო მინერალური წყალი და 1 ს/კ ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში. სახე გაიწმინდეთ ძილის წინ.
მშრალი სახის კანის დროს 120 გ თაფლი გაათბეთ წყლის ორთქლზე, დაამატეთ 240 მლ წყლიანი ლანოლინი (იყიდება აფთიაქში), კარგად გახსენით და დაამატეთ ნუშის ზეთი. გადმოდგით ცეცხლიდან და კიდევ ათქვიფეთ. წაისვით სახესა და ყელზე, 10-15 წუთის შემდეგ დაიბანეთ.
გახსოვდეთ, თაფლი ალერგიული პროდუქტია.ფუტკრის პროდუქტები-



წყარო: http://www.youtube.com/watch?v=-gbWpoXrDhE&feature=player_

No comments:

Post a Comment