Total Pageviews

Tuesday, December 18, 2012

ფუტკრის ჯიშები

ფუტკრის ჯიშები

არსებობს ფუტკრის ოთხი სახეობა: ინდოეთის დიდი ფუტკარი, ინდოეთის პატარა ფუტკარი, ინდოეთის საშუალო ფუტკარი და თაფლის მომცემი ფუტკარი. პირველი სამი სახეობის ფუტკარი ბინადრობს გარეულ პირობებში, აშენებენ მხოლოდ ერთ ფიჭას ხის ტოტზე და თაფლს აგროვებენ მარტო თავიანთ გამოსაკვებად. მათ სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვთ. თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ადამიანის მიერ დიდი ხნის მოშინაურებულია. ფიქრობენ, რომ შინაური ფუტკრის სამშობლოა აზია, რადგან ფუტკრების ყველა სახის წარმომადგენლებს აქ ვხედავთ. ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად ითვლება. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით. ქართული ფუტკრის შესწავლა იწყება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ადმინისტრაციულად კავკასიაში შედიოდა. ამჟამად კავკასიურ ფუტკარში იგულისხმება ქართული ფუტკარი. საბოლოოდ უნდა დადგინდეს, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოს ყველა ლიტერატურულ წყაროებში დაერქვას თავისი კუთვნილი სახელი.

ქართული ფუტკრის მეურნეობრივად სასარგებლო ნიშან-თვისების გამოკვლევამდე (მე-19 საუკუნის დასასრულს). მსოფლიოში გავრცელებულ ფუტკრებს შორის ყველაზე თვინიერად და მაღალპროდუქტიულად ითვლებოდა იტალიური ფუტკარი. ევროპის ცენტრთან სიახლოვის გამო, იტალიური დედა ფუტკრების შეყვანა ევროპაში 75 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ქართული ფუტკრისა.

1886 წლიდან საფუძველი ეყრება საქართველოში ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას. საჯიშეები ჩამოყალიბდა სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში, სოჭში, ბათუმსა და მცხეთაში. თბილისში საჯიშე ჩამოყალიბდა 1893 წელს.

1928 წელს დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული ფუტკრის შესწავლის მიზნით. ექპედიციის მასალების მიხედვით ქართული ფუტკრის აფხაზური პოპულაციის ხორთუმის სიგრძე 7.01 მმ-ს შეადგენს, მეგრულის _ 7.10 მმ-ს, სვანურის _ 6.89 მმ-ს და იმერულის _ 6.89 მმ-ს.

ქართული ფუტკრის დამახასიათებელი საშუალო მაჩვენებლები:


1.შეფერილობა _ რუხი
2.ხორთუმის სიგრძე _ 7.20 მმ.
3.პროდუქტიულობა _ 17.31 კგ.
4.საშუალო დღეღამური კვერცხმდებლობა _ 1160 ც.
5.ფრთის სიგრძე _ 9.45 მმ.
6.ფრთის სიგანე _ 3.22 მმ.
7.ზამთარგამძლეობა _ კარგი
8.თვინიერება _ თვინიერი.                                                                    
                                                                                                            http://tbiliso.ge/index.php?

No comments:

Post a Comment