Total Pageviews

Tuesday, December 18, 2012

ფუტკარი ბუნების საოცრება


ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.

ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს მახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად ტავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანარიად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.

ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.

ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს მახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად ტავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანარიად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.

ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.http://ucnauri.com/178464/ფუტკარი-ბუნების-საოცრებ/
ქართული ფუტკარი

შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო როგორც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით, ღალიანობით და არააგრესიულობით.
ფუტკრის ჯიშები
არსებობს ფუტკრის ოთხი სახეობა: ინდოეთის დიდი ფუტკარი, ინდოეთის პატარა ფუტკარი, ინდოეთის საშუალო ფუტკარი და თაფლის მომცემი ფუტკარი. პირველი სამი სახეობის ფუტკარი ბინადრობს გარეულ პირობებში, აშენებენ მხოლოდ ერთ ფიჭას ხის ტოტზე და თაფლს აგროვებენ მარტო თავიანთ გამოსაკვებად. მათ სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვთ. თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ადამიანის მიერ დიდი ხნის მოშინაურებულია. ფიქრობენ, რომ შინაური ფუტკრის სამშობლოა აზია, რადგან ფუტკრების ყველა სახის წარმომადგენლებს აქ ვხედავთ. ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად ითვლება. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით. ქართული ფუტკრის შესწავლა იწყება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ადმინისტრაციულად კავკასიაში შედიოდა. ამჟამად კავკასიურ ფუტკარში იგულისხმება ქართული ფუტკარი. საბოლოოდ უნდა დადგინდეს, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოს ყველა ლიტერატურულ წყაროებში დაერქვას თავისი კუთვნილი სახელი.
ქართული ფუტკრის მეურნეობრივად სასარგებლო ნიშან-თვისების გამოკვლევამდე (მე-19 საუკუნის დასასრულს). მსოფლიოში გავრცელებულ ფუტკრებს შორის ყველაზე თვინიერად და მაღალპროდუქტიულად ითვლებოდა იტალიური ფუტკარი. ევროპის ცენტრთან სიახლოვის გამო, იტალიური დედა ფუტკრების შეყვანა ევროპაში 75 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ქართული ფუტკრისა.
1886 წლიდან საფუძველი ეყრება საქართველოში ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას. საჯიშეები ჩამოყალიბდა სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში, სოჭში, ბათუმსა და მცხეთაში. თბილისში საჯიშე ჩამოყალიბდა 1893 წელს.
1928 წელს დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული ფუტკრის შესწავლის მიზნით. ექპედიციის მასალების მიხედვით ქართული ფუტკრის აფხაზური პოპულაციის ხორთუმის სიგრძე 7.01 მმ-ს შეადგენს, მეგრულის _ 7.10 მმ-ს, სვანურის _ 6.89 მმ-ს და იმერულის _ 6.89 მმ-ს.

                                                        
                                   წყარო:  http://ucnauri.com/178464/ფუტკარი-ბუნების-საოცრებ/

No comments:

Post a Comment